Thursday, July 20, 2017

დღე მეცხრე

   დღეს ბოლო შეხვედრა გვქონდა. საკმაოდ ვრელავდი პრეზენტაციის წარდგენის წინ, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყველა წარდგენილი პრეზენტაცია ერთმანეთისგან განსხვავებული იყო და ძალიან საინტერესო.
    P.S წარმოუდგენლად მადლიერი ვარ ბ.დავითის ასეთი კარგი გაკვეთილებისთვის, არ დაიშურა ძალისხმევა  და გვასწავლა ის რაც მართლა ძალიან გამოგვადგება პროეფესიულ პრაქტიკაში.

Monday, July 17, 2017

დღე მერვე

   გადავიმეორეთ ყველა დავალება, რომელიც უნდა შევასრულოთ პროექტის ფარგლებში.
დღევანდელი დღე უფრო მეტად პრაქტიკული სამუშაოებით იყო დატვირთული.
გავარჩიეთ მეილზე თითოეული აპპის დანიშნულება; თითოეულ საქაღალდეში რომელი დავალება უნდა ჩავდოთ.
   ვემზადებით ბოლო დღისთვის!!! 😉

Thursday, July 13, 2017

დღე მეშვიდე

გავნიხილეთ შეფასების რუბრიკები.
ასევე გავაკეთეთ რამდენიმე აქტივობა ბლოგთან დაკავშირებით. რაც უფრო დასასრულისკენ მიდის ჩვენი ტრენინგი, მით უფრო საინტერესო და დავალებებით :) დატვირთული ხდება. ძალიან ბევრ ახალ და საჭირო რამეს ვსწავლობთ.
მაგ. დღეს ვისწავლეთ ვიდეოების ატვირთვა.

Tuesday, July 11, 2017

დღე მეექვსე

   წინა დღების მსგავსად დღევანდელი დრეც ორად_თეორიულ კურსად და პრაქტიკულ სამუშაოდ იყო გაყოფილი.
   გავაკეთეთ ინტელექტუალური ტესტი სადაც საშუალო ქულა :) ავიღე, შემდეგ ვისაუბრეთ ადამიანის მრავალმხრივ ინტელექტზე და შევავსეთ სიმულაციური ტესტი ამასთან დაკავშირებით.
   ძალიან დატვირთული იყო აქტივობებით, შედეგად წინა დღეებთან შედარებით უფრო მეტად დავიღალე.
ვისწავლეთ დისზე საქარალდეების გაზიარება და ლინკების  მონიშვნა.მაგ: საქაღალდე
   
       P.S. სასწრაფოდ მჭირდება :) :)


Saturday, July 8, 2017

მეხუთე დღე

დღევანდელმა დღემაც ნაყოფიერად ჩაიარა. გარდა იმისა რომ მივიღეთ ახალი დავალებები, ასევე მოვახერხე და აქვე შევასრულე რამდენიმე. :) რაც ძალიან მახარებს.

Friday, July 7, 2017

დღე მეოთხე

დღეს ვისწავლეთ კითხვარის შედგენა. დავალებაც მივიღეთ ამ თემასთან დაკავშირებით. ვეცდები სრულყოფილი კითხვარი შევადგინო, კარგად ავითვისო ეს მასალა რადგან კითხვარები ძალიან დამეხმარება სამუშაო პროცესში.

Saturday, July 1, 2017

დღე მესამე

დღევანდელი დღე პრაქტიკული სამუშაოებით უფრო მეტად იყო დატვირთული. ვისწავლეთ ბროშურების, სიგელების და მოსაწვევების დამზადება. მივიღეთ შესაბამისი დავალებები. კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით.👍