დაღლილი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ. ძლივს ისეთ ტრენინგზე მოვხვდი, რომელიც პრაქტიკაში გამომადგება. შევეცდები მაქსიმალურად დავიმახსოვრო და მივყვე ტრენერის ინსტრუქციებს. დღეს გავიხსენეთ ბლოგის შექმნა, ასევე ვნახეთ ვიდეოები რომლებმაც დამარწმუნა რამდენად საჭიროა თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში ბლოგი. ვისაუბრეთ სტანდარტებზე. მივიღეთ ინსტრუქციები პროექტის გეგმის შაბლონზე.
No comments:
Post a Comment